საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა- აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მეღვინეობის განვითარებისთვის.

ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება. ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებები. 

კახეთში ღვინოს ამზადებენ ყველა ოჯახში. ღვინის სასმისებად გამოიყენება სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები.

მარანი, როგორც წესი საწნახელთა და ქვევრითაა აღჭურვილი. 

საქართველოში ღვინის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 

ქართული ღვინის დაყენების ქვევრის წესი იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი.

კახეთში ვესტუმრებით  ყვარელში არსებულ ღვინის მარანს, "მეღვინეობა ხარება", სადაც შესაძლებლობა გვექნება დავაგემოვნოთ შვიდი სახეობის ღვინო და ქართული კახური ტრადიციული კერძები.

კახეთი საქართველო
1 დღე
ID: IN30
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ბილეთები
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • კახეთი
მსგავსი ტურები