Inex Travel (იურიდიული დასახელება: შ.პ.ს „ლაქი გრუპი“) საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ტურისტული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წელს. ჩვენი კომპანია UFG ჰოლდინგის წევრია, რომელიც აერთიანებს საფინანსო, გადაზიდვების, მეღვინეობისა და სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიებში მოღვაწე კომპანიებს. Inex Travel  მომხმარებლებს სთავაზობს, როგორც ინდივიდუალურ ასევე ჯგუფურ ტურებს. ტურისტული პაკეტი მოიცავს საქმიან, დასვენების და MICE ტურიზმის მომსახურებას. Inex Travel  არის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია IATA - ს ( Numeric Code: 64-3 2027 0) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია GTA - ს წევრი. კომპანიის მენეჯმენტს აქვს 12 წლიანი გამოცდილება ტურიზმის სფეროში. კომპანიას გააჩნია პირდაპირი ხელშეკრულება საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ყველა მოქმედ ავიაკომპანიასთან, რაც აისახება ავიაბილეთების ღირებულებაზე. შ.პ.ს „Lucky Group“ - ის სტრატეგია ორიენტირებულია მომხმარებლებზე, სრულიად ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს, შენიშვნებს და მთლიანად ამართლებს მათ მოლიდინს. კლიენტებზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის პირველადი პრიორიტეტია. კომპანიის მაღალკვალიფიციური კადრები, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან IATA - ს სერტიფიკატით, გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.


   კომპანიას აქვს სუბაგენტური ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით. ინექს თრეველის  8 ოფისი მდებარეობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი ) და საბერძნეთში.


.