1 დღე: თბილისის ტური

დავათვარიელებთ საქართველოს დედაქალაქ, თბილისს. ვეწვევით სამების საკათედრო ტაძარს. იგი ყველაზე დიდი საკათედრო ტაძარია საქართველოში. მეტეხის ეკლესიას, რომელიც  მეტეხის ისტორიულ უბანში მდებარებს. იგი ღვთისმშობლის შობის სახელობისაა და ცენტრალურ ჯვარ-გუმბათოვან ტიპს მიეკუთვნება. მისი მთავარი სიწმინდე წმ.შუშანიკისა და წმ.აბოს საფლავებია. ასევე, მოვინახულებთ ისტორიულ უბნებს და არსებულ ღირსშესანიშნაობებს. ნარიყალას ციხიდან გადმოვხედავთ ღამის თბილისს.


2 დღე: მცხეთა-ყაზბეგი

ყაზბეგისკენ მიმავალ გზაზე მოვინახულებთ ანანურის კომპლექსს. იგი გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. მასში თავმოყრილია, საკულტო, სამხედრო და საერო ხასიათის ძეგლები.  ყაზბეგში ვეწვევით სნოსა და დარიალის ხეობებს და ავალთ გერგეტის სამებაზე. იგი XIV ს-ის ძეგლია. ტაძარი ლანდშაფტთან შერწყმითა და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს საეკლესიო ხუროთმოძღვრების გამორჩეული ნიმუშია.


3 დღე: ხევსურეთის ტური

ყაზბეგიდან გავემართებით ხევსურეთისკენ. მოვინახულებთ ხევსურულ სოფლებსა და მათ ღირსშესანიშნაობებს.  მოვინახულებთ ხევსურულ სოფლებსა და მათ ღირსშესანიშნაობებს. ვეწვევით ციხე-სოფელ, შატილს. შატილი ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც. იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს. დავბინავდებით სასტუმრო "კოშკში".


4 დღე:  ხევსურეთის ტური

ანატორი პირიქითა ხევსურეთში, შატილიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, მდინარე არღუნისა და მუცოს წლის შესართავთან მდებარეობს. სოფელი, რომელიც ისტორიული წყაროებით XVIII ს-ში ამოწყდა, ძირითადად სისაურებს უცხოვრიათ. მოვინახულებთ მუცოს. იგი უძველესი დროიდან წარმოადგენდა ერთ  მთლიან საფორტიფიკაციო , თავდაცვით სისტემას  და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ ავანპოსტს.


5 დღე: მცხეთის ტური

გამოვემგზავრებით საქართველოს ძველი დედაქალაქისკენ. მცხეთა წოდებულია მეორე იერუსალიმად და იგი თავისი არსით ერთ დიდ მუზეუმს წარმოადგენს. მოვინაულებთ  არსებულ ღირსშესანიშნაობებს: XI საუკუნის ჯვარგუმბათოვან ტაძრებს, სვეტიცხოველსა და სამთავროს. სვეტიცხოველშია დაფლული ქრისტიანთათვის  უმნიშვნელოვანესი ორი სიწმინდე -უფლის კვართი და ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი. სამთავრო კი ქართველთა გამაქრისტიანებელს, წმ.ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ ადგილას დაიდო ბინა წმ. ნინომ, როდესაც იგი ქართლში შემობრძანდა. აქ მოხდა არაერთი ადამიანის განკურნება სხვადასხვა სენისგან. მცხეთის ჯვრის მონასტერი მცხეთის პირდაპირ, შემაღლებულ ადგილას მდებარეობს და მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავს გადმოჰყურებს.


6 დღე: უფლისციხე

მოვინახულებთ უფლისციხის კომპლექსს.  კლდეში ნაკვეთი ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს ქ.გორიდან აღმოსავლეთით 10 კმ-ზე. მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. გავემართებით ქუთაისისკენ.  ვეწვევით ქუთაისში არსებულ ღირსშესანიშნაობებს. ბაგრატის ტაძარს, გელათის მონასტერს, მოწამეთას მონასტერსა და სათაფლიის  მღვიმეს.


7 დღე: სვანეთი

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე გადავხედავთ ენგურის წყალსაცავს, დავათვარიელებთ სვანურ სოფლებს და სვანეთის ცენტრ, მესტიას.


8 დღე: სვანეთი

მესტია-უშგულის გზაზე მოვინახულებთ სიყვარულის კოშკს, ლამარიას ციხე-კოშკს, სოფელ კალას. ვეწვევით უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს. გავეცნობით სვანურ წეს-ჩვეულებებსა და ადათ-წესებს.


9 დღე: სამეგრელო

ვეწვევით ზუგდიდში არსებულ დადიანების სასახლესა და ვლაქერნის სახელობის ტაძარს. დადიანების მუზეუმში ინახება ისეთი მნიშვნელოვანი ექსპონატები, როგორიცაა: ნაპოლეონის ნიღაბი, სხვადასხვა სამხედრო თუ ნუმიზმატიკური კოლექცია, ხელნაწერი ექსპონატები. სიწმინდეები: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, წმინდანთა წმინდა ნაწილები.


10 დღე: დაბრუნება თბილისში





  



 


 

საქართველოს მთიანეთი საქართველო
10 დღე
ID: IN15
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • მთები
  • ხეობები
  • უძველესი სოფლები
მსგავსი ტურები