საქართველოს მეთევზეობას უძველესი ისტორია აქვს. ბერძენი ისტორიკოსი სტრაბონი (I ს.) აღნიშნავს, რომ შავი ზღვის სანაპიროზე დასახლებულ ქართველ ტომთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამეურნეო დარგია მეთევზეობა.  გვიანდელი ფეოდალური ხანის დოკუმენტებიდან ჩანს, რომ თითქმის ყოველ ფეოდალს ჰყავდა ყმა-მეთევზეები.  საქართველოს მდინარეებსა და ტბებში თევზის სიუხვე მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილი. თბილისის ბაჟის ნუსხებში მოხსენიებულია, რომ ბაზარზე ხშირად გამოჰქონდათ ზუთხი, ორაგული და სხვა ნედლი თევზი. საქართველოს ლანდშაფტური მრავალფეროვნება (წყალსატევების სიუხვე) საშუალებას იძლევა ტბორული მეთევზეობის განვითარებისა და თევზის ფართოდ აკლიმატიზაციისათვის. ამ მიზნით შემოყვანილია თევზის შემდეგი სახეობები: რიპუსი, სიგი, პელიადი, ცისარტყელა კალმახი, სარკისებრი კობრი, თეთრი ამური, სქელშუბლა და სხვა თევზები.

დღე 1: მცხეთის ტური

დღე 2: თბილისი - გორი - ქუთაისი

დღე 3: ქუთაისი - ფოთი

დღე 4:ფოთი - პალიასტომის ტბა

დღე 5 : ფოთი - პალიასტომის ტბა

დღე 6: ფოთი - ბათუმი

დღე 7: ბათუმი - თბილისი

სათევზაო ტური საქართველო
7 დღე
ID: IN25
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • საჭირო აღჭურვილობა
  • დაზღვევა
ღირსშესანიშნაობები:
  • შავი ზღვის სანაპირო
  • ტბები
  • მდინარეები
მსგავსი ტურები