• მარშრუტის ტიპი: საავტომობილო
  • სიგრძე:  25 კმ
  • ხანგძლივობა: 1 დღე
  • სირთულე:მარტივი
  • მანძილი ბათუმამდე: 21 კმ
მარშრუტი ვიზიტორებს სთავაზობს აჭარის ერთ-ერთი უძველესი და უმშვენიერესი ნაწილის - მაჭახელის ხეობის დათვალიერებას. ტურისტული მარშრუტი იწყება ბათუმი-ახალციხის მთავარი სავტომობილო მაგისტრალიდან და აუყვება  მდინარე მაჭახელას ხეობას. თავდაპირველად ის მიემართება  მდინარეების ჭოროხისა და მაჭახელას შესართავთან  მდებარე გვარას ციხისკენ, შემდგომ კი მდინარე მაჭახლის ხეობაში. სოფელ აჭარისაღმართამდე მიდის ასფალტიანი გზა, რის შემდეგაც მარშრუტი სასოფლო გრუნტის სწორ გზას მიუყვება; ამბრაზურასთან გადაკვეთს მდინარე სკურდიდს და კვლავ გრძელდება მაჭახლის ხეობისაკენ. გზად გვხვდება ცხელმლარას ულამაზესი თაღოვანი ხიდი, საიდანაც ხეობის აყოლებით ვხვდებით სოფელ ქვედა და ზედა ჩხუტუნეთში. აქ დამთვალიერებელს ლამაზი ჩანჩქერი და მაჭახლის ეთნოგრაფიული მუზეუმი ელის. აღსანიშნავია, რომ მუზეუმში ხეობისთვის დამახასიათებელი უამრავი  საინტერესო ექსპონატი ინახება. მაჭახლის მუზეუმიდან მარშრუტი გრძელდება ჩხერის ხიდისა და ჩანჩქერის მიმართულებით. გზის ეს მონაკვეთი ხეობის ციცაბო ფერდობის პირზე გამავალ ვიწრო საავტომობილო გზას მიუყვება. გზიდან შთამბეჭდავი ხედები იშლება მაჭახლის ხეობაზე. ჩხერის ხიდიდან მარშრუტი კვლავ ქვემოთ ეშვება ხეობის ძირამდე და ჩხუტუნეთის ციხის ნანგრევების გავლით, ქოქოლეთის თაღოვან ხიდთან სრულდება.

 

აჭარა საქართველო
3 დღე
ID: IN68
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • გიდის მომსახურება
  • სამჯერადი კვება
  • საჭირო აღჭურვილობა
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • მუზეუმში შესასვლელი ბილეთები
ღირსშესანიშნაობები:
  • მთიანი აჭარა
  • მაჭახელას ხეობა
მსგავსი ტურები