იმერეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი წყალტუბო, ჯერ კიდევ VII-IX სს-ში სარგებლობდა პოპულარობით. XII-XIII სს-ში კი მან არსებობა დაიწყო, როგორც სამკურნალო პუნქტმა.

წყალტუბო მრავალმხრივი კურორტია, მაგრამ განსაკუთრებით განთქმულია თერმულ-რადონული  მინერალური წყლებით. წყალი რბილი, კამკამა და უსუნოა, მისი ტემპერატურა 33-35°-ია.

წყალტუბოს მინერალური წყალი კურნავს შემდეგ დაავადებებს:

  • ენდოკრინული სისტემის ფუნქციის დარღვევა
  • ნივთიერებათა ცვლის მოშლილობა
  • გინეკოლოგიური დაავადებები
  • კანისა და სისხლძარღვთა დაავადებები
  • გულისა და ნერვული სისტემის დაავადებები

ასევე ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა კარსტული მღვიმეები. მღვიმეების მიკროკლიმატი გამოიყენება ბრონქიალური ასთმის, სტენოკარდიის, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის და ქრონიკული პნევმონიის სამკურნალოდ.


წყალტუბო საქართველო
7,10,14 დღე
ID: IN58
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • განთავსება სასტუმროში
  • სამჯერადი კვება
  • სასანატორიუმე მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურები