საქართველოში საჯომარდო ტურების განხორციელება შესაძლებელია მდინარეებზე: მტკვარი, არაგვი, რიონი, ცხენისწყალი, თერგი, ენგური, კოდორი.

სურვილის მიხედვით ჩვენ გთავაზობთ საჯომარდო ტურებს ხუთი კატეგორიის მიხედვით:

  • პირველი კატეგორია – ადვილი მდინარე ჩქერების და ნაკადების გარეშე, საჭიროა მხოლოდ მსუბუქი მანევრირება;
  • მეორე კატეგორია – სწრაფი მდინარესხვადასხვა წინააღმდეგობებით;
  • მესამე კატეგორია – სწრაფი დინება, საშუალო სიდიდის ჩქერები და ორმოები. სჭირდება კარგი მანევრირება. 
  • მეოთხე კატეგორია - მძლავრი და სწრაფი დინება, ჩქერები, ორმოები და სტოპერები შეცავს გარკვეულ საფრთხეს, საჭიროა გამოცდილება მანევრირებისთვის. (რიონი, ცხენისწყალი, მტკვარი გაზაფხულზე). არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იქნება ამ დაშვების დროს –მეოთხე კატეგორიის გავლის მერე ადამიანი ნამდვილი ჯომარდელი ხდება.
  • მეხუთე კატეგორია - დიდი ჩქერები, ნაკადში შესაძლოა ლოდები და სხვა წინააღმდეგობები, შეიცავს გარკვეულ რისკს ჯანმრთელობისთვის და სიციხლისთვის. საჭიროა პროფესიული გამოცდილება.

ყოველი ჯომარდობის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც ტურის მონაწილეებს განემარტებათ ნავში ჯდომის, მოსმის წესები. ასევე როგორ უნდა მოიქცნენ თუ მდინარეში აღმოჩნდებიან და ა.შ.


ჯომარდობა საქართველო
1 დღე
ID: IN27
ღირებულებაში შედის:
  • ტრანსპორტირება
  • გამოცდილი გიდის მომსახურება
  • კვება
  • დაზღვევა
  • საჭირო აღჭურვილობა
ღირსშესანიშნაობები:
  • არაგვის ხეობა
მსგავსი ტურები